უჩვეულო…ჩვეულებრივი..

ყველაფერი რაც დღეს ჩვენთვის უჩვეულო და მოულოდნელია ის ხვალ ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნება..

უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი..მაგ: ერთ დღეს, როდესაც ჩემ ძაღლს, რომელიც პატარა ჯიშის ძაღლია (პეკინესის ჯიშისაა) შემიძლია ვთქვა რო თათების მორტყმით კარები ჩამოიღო😂..ეს მოვლენა მეორე და შემდეგი დღეების, კვირეების, თვეებისა თუ წლების განმავლობაში ჩვენს ოჯაღში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა..😄

ადამიანის ტვინი ისეა მოქცეული ან შეიძლება ვთქვათ რო დაპროგრამებული, რომ ყველაფერს, ყოველ მოვლენას ეჩვევა დროთა განმავლობაში…

არვიცი რატომ დავწერე მაინდამაინც ეს პოსტი.. უბრალოდ ძილის წინ უეცრად მომიფრინდა მიქრები იმაზე, რომ ოდესღაც ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით…))

მადლობა ყურადღებისთვის..❤

PS. დრო არ კურნავს ტკივილს.. ის უბრალოდ გვაიძულებს შევეჩვიოთ ცხოვრებას ამ ტკივილითან ერთად…

Advertisements

ბედნიერების ნაპერწკალი..

Hi.. I’m sorry, becouse i cann’t translate this post for you.. But, do you speak Georgian?? Read this post and please like or/and comment.. Thank you!❤

ბედნიერება… ყოველ ადამიანს სურს, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერად გაატაროს, მაგრამ ასე არ ხდება.. 

ბედნიერებას ვერ შევიგრძნობთ თუ მანამდე ტკივილი არ განგვინცდია..ტკივილის გემოს გაგების შემდეგ, ვიგებთ თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი…

ყოველი წამი უნდა დავაფასოთ ადამიანებმა… ყოველ წამშია რაღაც ბედნიერების ნაპერწკალი.. ჩვენ ადამიანები ყოველ ამოსუნთქვას უნდა ავღნიშნავდეთ, რადგან ამ დროს ჩვენ ვიმარჯვებთ სიკვდილზე (ჯონი დეპი)…

ჩვენ, ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი, რომ სანამ არ დავკარგავთ ვინმეა ან რამეს, მანამდე ვერ ვხვდებით თუ რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის ჩვენთვის… 

ყოველი წამი უნდა შევიგრძნოთ… რადგან ყოველ წამშია, რაღაც ბედნიერების ნაპერწკალი, რომელსაც ვერ ვამჩვნევთ…

ბადლობა რომ კითხულობთ ჩემ პოსტს..❤

21 დეკემბერი…

21 დეკემბერი… დღე, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა… ბედნიერები შეცვალა ტკივილით… 2008 წლის 21 დეკემბერს დავკარგე საყვარელი ადამიანი.. ადამიანი, რომლიც მაბედნიერებდა… მაბედნიერებდა, მისი თვალები, სიყვარულითა და სევდით სავსე თვალები.. მისი გამოხედვა.. მისი მოტანილი სასუსნავები ყოველ საღამოს…დაღლილ დაქანცულიც კი მეთამაშებოდა, რომ გავებედნიერებინე… და მე მიხარია! მიხარია ის ექვსი წელი, რომელიც მასთან ერთად გავატარე… მტკივა დღე.. დღე, როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინი.. რადგან ამ დღეს ის ცოცხალი ვერ შეხვდა… 25 დეკემბერს მიაბარეს ის მიწას…  ჩემ დაბადების დღემდე, ვითვლი თვეებს, დღეებს, საათებს, წუთებს, სასაცილოა და ზოგჯერ წამებსაც და როდესაც მცირდება თანდათან ეს ციფრები, მე სიხარული5 ვივსები… მაგრამ.. ჩემ დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე.. ეს სიხარული ნახევრდება.. მაგრამ ჩემი საყვარელკ ადამიანები, მისდა უნნებურად ავსებენ ამ სიხარულს… მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი სასაფლაოზე, სადაც მარტოდ-მარტო არის ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრების 6 წელი გაალამაზა….

კარგი… მეტს აღარ მოგაწყენთ თავს… მადლობა, რომ წაიკითხეთ ჩემი პოსტი… მადლობა და ნახვამდის…😍

გამარჯობა!.. შეხვედრამდე…

გამარჯობა! მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, ზედმეტსახელად ხოსროსალა. ეს ზედმეტ სახელი ჩემმა პატარა ძმამ შემარქვა…მართალია თავიდან არ მომწონდა, მაგრამ მოგვიანებით კი პირიქით..😄 არვიცი რავთქვა…რა დავწერო ჩემზე.. მიყვარს წიგნის კითხვა, შემიძლია მთელი დღე დაუსრულებლად ვიკითხო.. მუსიკა, ეს ჩემი ცხოვრება! როდესაც ვუსმენ და მის გარდა არაფერი მესმის.. ვმშვიდდები და მინდება ცეკვა… ჰო, ცეკვაც მიყვარს! მიყვარს ხატვა.. უბრალოდ ხატვა… სიწყნარე, მაგრამ ზოგჯერ სიწყნარეს ხმაური სჯობიაო, გამიგონია… არვიცი რატომ გადავწყიტე აქ გვერდის შექმნა. აი უბრალოდ მომინდა ვწერო ჩემი გრძნობები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერავის ვუზიარებ…. შეიძლება WordPress-ს ქართველი მომხმარებელი არ ყავს და ჩემი პოსტებიც ვერავინ წაიკითხოს.. საწყენია, მაგრამ მე ხო დავწერ… აი უბრალოდ დავწერ.. და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ცინმე წაიკითხავს მას…  

PS. მადლობა! მადლობა, რომ წაიკითხე ეს უბრალო პოსტი.. არვიცი კიდევ თუ გავაგრძელებ წერას, მაგრამ იმედს ვიქონიებ… იმედს, რომ ვინმე, იდესმე წაიკითხავს ამ პოსტს…